კეთილი იყოს თქვენი მობრძანება etiketi.cloud, თქვენი ელექტრონული ეტიკეტების ადგილი.

გსურთ ღვინის ექსპორტი ევროკავშირში? ამისათვის თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ელექტრონული ეტიკეტი ჩვენს ვებ-გვერდზე და დაბეჭდოთ მასზე QR კოდი.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ info@qviny.de.

რისთვის გჭირდებათ ელექტრონული ეტიკეტი?

ევროკავშირში შემოტანილ ყველა ღვინოს უნდა ჰქონდეს ინგრედიენტებისა და კვებითი ღირებულების ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულ უნდა იყოს ეტიკეტზე. ნებადართულია (მაგრამ არა სავალდებულო) ამ ინფორმაციის შენახვა QR კოდში, რომელიც განთავსებული იქნება ბოთლის ეტიკეტზე. დადგენილია, რომ ვებ/გვერდი არ უნდა შეიცავდეს რეკლამას, გაყიდვების ან რეკლამირების ბმულებს და ასევე დაუშვებელია მომხმარებლის მონაცემებზე თვალყურის დევნება.

უპირატესობები

1. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ინფორმაცია ვებ/გვერდზე, ბოთლზე განთავსებული ეტიკეტის შეცვლის გარეშე.

2. თქვენ გაქვთ ეტიკეტზე მეტი ადგილი დიზაინისთვის.

  • როგორ მუშაობს ვებ/გვერდი etiketi.cloud?

    1. გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები (Lot-Nr. ნომერი, ინგრედიენტები, კვებითი ღირებულება),

    2. ჩვენ შევქმნით ვებ/გვერდს ელექტრონული ეტიკეტისთვის.

    3. თქვენ წარმოქმნით QR კოდს და დაბეჭდავთ მას ქაღალდის ეტიკეტზე.

Kondoliwinery LLC